თავში

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „წინ, იტალიას“-ს ლიდერი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა. 

ექს პრემიერი, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად დაეცა და ტრავმა მიიღო. კერძოდ, 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. 

კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა. ბერლუსკონის შტაბის ინფორმაციით, პოლიტიკოსს დაჟეჟილობა აქვს და სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

ბერლუსკონი საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინაც მოხვდა. მაისში ყოფილ პრემიერს წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის გამო ოპერაცია გაუკეთეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system