თავში

სინგაპურის მთავრობა საკუთარ ხელფასს ექიმებს გადაურიცხავს

სინგაპურის მთავრობა საკუთარ ხელფასს ექიმებს გადაურიცხავს
სინგაპურის მთავრობა საკუთარ ხელფასს ექიმებს გადაურიცხავს

სინგაპურის მთავრობის წევრები მომავალი ერთი თვის განმავლობაში ხელფასს არ მიიღებენ, აღნიშნული თანხა კი, პრემიის სახით, გადაერიცხებათ იმ ექიმებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არიან ჩართულნი. ამის შესახებ განცხადებას Bloomberg ავრცელებს.

სინგაპურის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ჰენგ სვეი კიტმა განაცხადა, რომ ერთი თვის ანაზღაურებას ქვეყნის პრეზიდენტი, ჰალიმა იაკობიც არ მიიღებს.

სინგაპურის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 4 მილიარდამდე აშშ დოლარს გამოყოფს. თუმცა, ამას გარდა,  კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილ ბიუჯეტს საკუთარი ხელფასითაც შეავსებს.

„იმისათვის, რომ მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც ეპიდემიის წინა ფრონტზე ებრძვის, მთავრობა სამედიცინო მოხელეებს სპეციალურ პრემიით დააჯილდოებს. პრემიას მიიღებენ: ექიმები, საავადმყოფოების პერსონალი, ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე პირები და აგრეთვე, ის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ჩართულნი, - განაცხადა ჰენგ სვეი კიტმა.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსამზადებელი კლინიკები მიიღებენ ერთჯერად გრანტს კორონავირუსთან საბრძოლველად.

ბოლო მონაცემებით სინგაპურში კორონავირუსის 96 შემთხვევა დადასტურდა.

2018 წლის მონაცემებით, სინგაპურის მთავრობა, ხელფასის სახით, ყოველწლიურად 786 600 აშშ დოლარს იღებს (ამას დამატებული, ყოველთვიური დანამატები და პრემიები, რითაც მათი ანაზღაურება კიდევ 35%-ით იზრდება). ხოლო, პრემიერ მინისტრის ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system