თავში

სინგაპურის საავადმყოფოდან მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი გაწერეს

​სინგაპურის საავადმყოფოდან მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი გაწერეს
სინგაპურის საავადმყოფოდან მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი გაწერეს

სინგაპურში ექიმებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი გაწერეს. გოგონამ საავადმყოფოში 13 თვე გაატარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვეკ იუ სუანი დაბადებისას მხოლოდ 212 გრამს იწონიდა. მისი სიმაღლე 24 სმ იყო. ბავშვი ვადაზე გაცილებით ადრე, ორსულობის 24 -ე კვირის ბოლოს დაიბადა.

ბავშვის დედას მაღალი წნევა განუვითარდა, რასაც, შესაძლოა, ბავშვისა და დედის სიკვდილი მოჰყოლოდა. ამიტომაც ექიმებმა ვადაზე 4 თვით ადრე საკეისრო კვეთა ჩაატარეს.

ექიმების პროგნოზი არადამაიდემებელი იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ბავშვი გადარჩა.

გოგონას მკურნალობისთვის მოხალისეებმა თითქმის 367 ათასი დოლარი შეგროვდა.

ამჟამად ის 6,3 კილოგრამს იწონის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system