თავში

სინგაპურის თვითმფრინავებში რესტორნები გაიხსნება

სინგაპურის თვითმფრინავებში რესტორნები გაიხსნება
სინგაპურის თვითმფრინავებში რესტორნები გაიხსნება

სინგაპურის ავიაკომპანიამ, Singapore Airlines-მა გარემოსდამცველთა პროტესტის გამო "არსად გაფრენაზე" უარი თქვა და პანდემიის პირობებში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი მეთოდი მოიფიქრა. ავიაკომპანიამ სახმელეთო სერვისის წამოწყება გადაწყვიტა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თვითმფრინავში ივახშმონ.

სინგაპურის ავიახაზებმა ადრე განაცხადა, რომ ის ახორციელებდა ე.წ. "ფრენებს არსად". იდეა ის იყო, რომ მგზავრებს თვითმფრინავი და სადმე გამგზავრება ისე მოენატრათ, რომ ისინი "არსად" გამგზავრებაზეც კი თანახმა იყვნენ. თვითმფრინავი სამი საათის განმავლობაში ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე დაფრინავდა და ისევ უკან ბრუნდებოდა აეროპორტში.

"ახლა ყველას ექნება საშუალება, ისადილოს Airbus A380 თვითმფრინავის ბორტზე, ასევე ეწვიოს სასწავლო დაწესებულებებს, სადაც მფრინავები ვარჯიშობენ. ახალ ინიციატივებში ასევე შედის ბიზნეს კლასის თვითმფრინავებში კვებაც", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

Singapore Airlines-მა კორონავირუსის გავრცელების გამო უზარმაზარი ზარალი განიცადა, რომლის ოდენობამ 799 მილიონი დოლარი გადააჭარბა. მინიმუმ 2.4 ათასმა თანამშრომელმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ექსპერტების აზრით, თვითმფრინავში COVID-19-ით დაინფიცირების რისკი დაბალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system