თავში

სინგაპურში ანტივაქსერები უფასო მკურნალობით ვეღარ ისარგებლებენ

​სინგაპურში ანტივაქსერები უფასო მკურნალობით ვეღარ ისარგებლებენ
სინგაპურში ანტივაქსერები უფასო მკურნალობით ვეღარ ისარგებლებენ

სინგაპურის ხელისუფლებამ აუცრელი მოქალაქეების სამედიცინო ანგარიშების დაფინანსება შეწყვიტა. ამიერიდან COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ისინი უფასო მკურნალობით ვერ ისარგებლებენ. Washington Post ავრცელებს.

სინგაპურის ხელისუფლების განცხადებით, უმეტესობა, ვისაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობას იწვევს, კორონავირუსზე აცრილი არ არის.

"2021 წლის 8 დეკემბრიდან ჩვენ სამედიცინო ხარჯებს გადავახდევინებთ კოვიდპაციენტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ აიცრან", - აცხადებენ მთავრობაში.

ამასთან, რეგულაცია არ ეხება 12 წლამდე ბავშვებსა მოქალაქეებს, რომლებისთვისაც აცრა სამედიცინო ჩვენებებით არ შეიძლება.

ამასთან, სინგაპურის ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად ქვეყნის 85% სრულად არის აცრილი, 18%-მა კი მესამე დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system