თავში

სინგაპურში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​სინგაპურში კორონავირუსის
სინგაპურში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სინგაპურში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის ეს სახეობა სტუდენტს დაუდგინდა, რომელის, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. არის ვარაუდი, რომ იგივე ვირუსი შეიძლება კიდევ 11 ადამიანის ჰქონდეს, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

სინგაპურის ხელისუფლებამ ქვეყანაში ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემსვლელთათვის კონტროლი უკვე გაამკაცრა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი ტიპის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს განაცხადა. ახალ შტამს VUI-202012/01 ეწოდა. მინისტრის თქმით, ვირუსის ეს ტიპი გამოვლენამდე რამდენიმე კვირით ადრე ცირკულირებდა, მათ შორის დანიასა და ნიდერლანდებშიც. ის 70% -ით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მტკიცებულება, რომ ეს შტამი უფრო მწვავე, ან მომაკვდინებელია, ვიდრე COVID-19, ჯერ არ არსებობს. მეთ ჰენკოკის განცხადებით, ბრიტანეთში გავრცელებული ვაქცინა ამ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system