თავში

სინგაპურში შექმნეს ტესტი, რომელიც "ომიკრონს" ადგენს

​სინგაპურში შექმნეს ტესტი, რომელიც "ომიკრონს" ადგენს
სინგაპურში შექმნეს ტესტი, რომელიც ომიკრონს ადგენს

პირველი PCR ტესტი, რომელიც კორონავირუსის "ომიკრონის" შტამით ინფიცირების გამოსავლენად შეიქმნა, სინგაპურში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Bio Acumen Global შეიმუშავა.

კომპანიის განცხადებით, არსებულ ტესტებს შეუძლია, დაადგინოს COVID-19-ით ინფიცირება, მაგრამ არ პასუხობს კითხვაზე, რომელი შტამით არის ინფიცირებული პაციენტი. შტამის განსაზღვრას დამატებითი დღე-ღამე სჭირდება. ახალი ტესტი კი დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა და ადგენს, ინფიცირებულია თუ არა პირი კონკრეტულად "ომიკრონით".

უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს, ახალი PCR ტესტები რეგიონის მეზობელ ქვეყნებს მიაწოდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system