თავში

Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილები ავსტრიაში ვერ იმოგზაურებენ

Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილები ავსტრიაში ვერ იმოგზაურებენ
Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილები ავსტრიაში ვერ იმოგზაურებენ

20 დეკემბრიდან ავსტრიაში ტურისტული და საქმიანი ვიზიტების ახალი პირობები ამოქმედდა. Report.ge-ის ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩამოსვლისთანავე თვითიზოლაციის გარეშე მგზავრობა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა შესაძლებელი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა ან დაავადება ცოტა ხნის წინ გადაიტანა. ამ ორივე კატეგორიას საზღვარზე PCR-ტესტის პასუხს მოსთხოვენ. აუცრელი პირები ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ შევლენ.

ამასთან, ავსტრიული რესურსების ცნობით, ყველა ვაქცინით, რომლითაც ქვეყანაში შემოსვლაა შესაძლებელი, ტურისტულ დაწესებულებებში არ უშვებენ, რაც ტურისტულ მოგზაურობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

მაგალითად, ვაქცინაცია Covishield-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით საშუალებას აძლევს ტურისტს, ქვეყანაში შევიდეს, მაგრამ სასტუმროებში, რესტორნებში, კულტურულ დაწესებულებებში, საბაგიროებში მოხვედრა შეუძლებელი იქნება.

ავსტრიის მოქალაქეები, რომლებსაც აცრა გაკეთებული არ აქვთ, ქვეყანაში შესვლას მხოლოდ სავალდებულო კარანტინის პირობით შეძლებენ. გამონაკლისს შეადგენენ, მხოლოდ ფეხმძიმე ქალები, რომლებისთვისაც ვაქცინაცია უკუჩვენებას წარმოადგენს და 6 წლამდე ბავშვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system