თავში

Sinovac-ის განცხადებით, მათი ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

Sinovac-ის განცხადებით, მათი ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა
Sinovac-ის განცხადებით, მათი ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

Sinovac-ის განცხადებით, წინასწარი კვლევებით დადგინდა, რომ მათი ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ 3-დან 17-წლამდე ბავშვებში უსაფრთხოა. 

კომპანიამ მონაცემები ჩინეთის წამლების მარეგულირებლებს უკვე გადასცა.

მსოფლიოში Sinovac-ის ვაქცინით უკვე აიცრა 70 მილიონზე მეტი ადამიანი. მათი ძირითადი ნაწილი კი ჩინეთზე მოდის. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა მხოლოდ მოზრდილებში და ის ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ ბავშვებში, რადგან მათმა იმუნურმა სისტემამ, შესაძლოა,  განსხვავებულად მოახდინოს რეაგირება.

კვლევის ფარგლებში, ვაქცინის ზემოქმედება 550 მოზარდში შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ის ეფექტურია. ამასთან გვერდითი მოვლენები განუვითარდა მხოლოდ 2 პაციენტს (3 და 6 წლის), რაც გამოიხატებოდა მაღალ სიცხეში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system