თავში

სირიაში М-5-ის ტრასაზე მოძრაობა შეიზღუდა

​სირიაში М-5-ის ტრასაზე მოძრაობა შეიზღუდა
სირიაში М-5-ის ტრასაზე მოძრაობა შეიზღუდა

სირიის არმიის სამხედროებმა მოძრაობა შეზღუდეს М-5-ის ტრასაზე, რომელის დამასკოს და ალეპოს აკავშირებს ერთმანეთთან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პროთურქული ძალების თავდასხმების ფონზე მიიღეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი აიღეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

რუსული მხარე ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ქალაქ სარაკიბზე იერიში სირიის სამთავრობო ჯარებმა მოიგერიეს".

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. უწყების ინფორმაციით თურქეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს სირიის სახელისუფლებო ჯარის ნაწილები დაესხნენ თავს. საპასუხოდ, თურქმა სამხედროებმა ასადის არმიის 114 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს იერიში. თურქმა ჯარისკაცებმა სირიის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემა და თვითმფრინავების საწინააღმდეგო შეიარაღება გაანადგურეს, სამი ტანკი კი შეიპყრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system