თავში

სირიაში ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ჰამას პროვინციაში, აფეთქებას სულ მცირე  18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა ჰამას პროვინციის აღმოსავლეთით, ვადი ალ-აზიბის რაიონში, ორი ნაღმი ააფეთქეს. 

ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წლის ბოლოს სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოზე" გამარჯვება გამოცხადდა, თუმცა, ტერორისტული თავდასხმები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system