თავში

სირიაში თურქ სამხედროებზე საჰაერო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი

სირიაში თურქ სამხედროებზე საჰაერო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი
სირიაში თურქ სამხედროებზე საჰაერო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი
© kahramanhaber.com.tr

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"2021 წლის 10 მაისს იდლიბის პროვინციაში Operation Spring Shield-ის ოპერაციის დროს ჩვენ ჯარისკაცებზე საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ოთხი სამხედრო კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შემდეგ საპასუხო იერიში განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system