თავში

სირიის დელეგაცია თეირანში ვიზიტს გეგმავს

სირიის დელეგაცია თეირანში ვიზიტს გეგმავს
სირიის დელეგაცია თეირანში ვიზიტს გეგმავს

სირიის მთავრობის დელეგაცია თეირანში ვიზიტს გეგმავს, რათა განიხილოს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, ირანელი გენერლის, კასემ სულეიმანის მკვლელობა. აღნიშულის შესახებ განცხადებას სირიის პრო-სამთავრობო ჟურნალი Al-Watan ავრცელებს. 

დელეგაციას პრემიერ მინისტრი იმად ხამი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუვალლე და თავდაცვის მინისტრი ალი აბდულა ეიუბი.

"მხარეები ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ და მათ გაძლიერებაზე იმუშავებენ. მოლაპარაკებები რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით კასემ სულეიმანის მკვლელობას და აღნიშნულ საკითხზე ირანის რეაგირებას შეეხება" - წერს გამოცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system