თავში

სირიის პირველ ლედის ბრიტანეთი ტერორიზმში ადანაშაულებს

სირიის პირველ ლედის ბრიტანეთი ტერორიზმში ადანაშაულებს
სირიის პირველ ლედის ბრიტანეთი ტერორიზმში ადანაშაულებს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მეუღლე, ქვეყნის პირველი ლედი, ბრიტანელი ასმა ასადი ბრიტანულმა პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილად ცნო.  ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ასმა ასადს შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. 

2020 წლის ზაფხულში იურიდიულმა ფირმა Guernica 37-მა პოლიციას მიმართა და რამდენიმე მტკიცებულება წარადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ პირველი ლედი სირიის არაბთა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ღიად უცხადებდა მხარდაჭერას.

მედიის ინფორმაციით, ასმა ასადი ბრიტანეთში სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.  

ასმა ასადი ლონდონში სირიელების ოჯახში დაიბადა. 2020 წელს, ბაშარ ალ ასადზე ქორწინების შემდეგ, იგი სირიაში გაემგზავრა. მანამდე იგი  ბრიტანეთში საინვესტიციო ბანკში მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system