თავში

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონია ტაიფუნი
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონიას ბოლო 60 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "ჰაგიბისი" დაატყდა თავს. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია. ყველაზე მეტად ფუკუსიმას პრეფექტურა დაზარალდა. დაღუპულია 66 ადამიანი, თუმცა მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათ ტალახსა და ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციებში ათასობით მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს.

მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, დაკეტილია ცენტრალური გზები, მაღაზიები, სკოლების ნაწილი.

პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს განცხადებით, დიდია ეკონომიკური ზარალი, თუმცა იაპონიის ხელისუფლება მის დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს. აღდგენითი სამუშაოებითვის სახელმწიფო ამ ეტაპზე 4,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს, საჭიროების შემთხვევაში ეს თანხა გაიზრდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system