თავში

SKA სუპერ ტელესკოპის მშენებლობა ივლისში დაიწყება

SKA სუპერ ტელესკოპის მშენებლობა ივლისში დაიწყება
SKA სუპერ ტელესკოპის მშენებლობა ივლისში დაიწყება

მსოფლიოში უდიდესი რადიო ტელესკოპის, Squaere Kilometer Array (SKA) მშენებლობა ივლისში დაიწყება. ამის შესახებ ჩინეთის SKA გუნდის მთავარმა მეცნიერმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ SKA პროექტიs კონცეპტუალური დიზაინიდან განხორციელებამდე სვლის პარალელურად, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის SKA-ის მშენებლობის 10% დასრულდება და სადამკვირვებლოდ ამოქმედდება.

SKA არის საერთაშორისო პროექტი, რომლის თანადაფინანსება, მშენებლობა და მენეჯმენტი ხორციელდება 10-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ჩინეთი გახდა შვიდი დამფუძნებელი წევრიდან ერთ-ერთი, როდესაც SKA-ს სადამკვირვებლო კონვენციას 2019 წელს ხელი მოაწერა.

ჩინეთის SKA გუნდი ჩაატარებს კვლევას 10 სფეროში მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მათ შორის სივრცის რეიონიზაციის დადგენას, პულსარების ძებნას, დროის გაზომვას და სიმძიმის თეორიის შემოწმებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system