თავში

სკანდალური გაუპატიურება და მკვლელობა ბრიტანეთში - მკვლელმა დანაშაული აღიარა

​სკანდალური გაუპატიურება და მკვლელობა ბრიტანეთში -
სკანდალური გაუპატიურება და მკვლელობა ბრიტანეთში - მკვლელმა დანაშაული აღიარა

ლონდონის პოლიციის თანამშრომელმა, უეინ კაზენსმა აღიარა, რომ 33 წლის სარა ევერარდი გააუპატიურა და მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

48 წლის მამაკაცმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ბრალს აღიარებს.

მარკეტინგის მენეჯერი სარა ევერერდი ლონდონში 3 მარტს გაუჩინარდა. იგი საღამოს 9 საათზე რაიონში მეგობრის სახლიდან გამოვიდა. გზაში მეგობარ მამაკაცს ტელეფონზე ელაპარაკა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს. ქალი სახლში არ მისულა. მოგვიანებით მისი ცხედარი იპოვეს. ქალი გაუპატიურებული იყო. შემდეგ ის მოკლეს.

ამ ფაქტმა ბრიტანეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყველაზე დიდი აქცია ლონდონში გაიმართა. გარდაცვლილის პატივსაცემად, ბრიტანელებმა სანთლები და ფარნები აანთეს.

საქმესთან დაკავშირებით სკოტლანდ იარდის ერთი თანამშრომელი და ერთი ქალი დააკავეს. ეჭვმიტანილი პოლიციელი კენტის საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system