თავში

სკანდალური სიუჟეტი - ბავშვები, რომლებიც შიმშილის გამო სხეულით ვაჭრობენ - VIDEO

სკანდალური სიუჟეტი - ბავშვები, რომლებიც შიმშილის გამო სხეულით ვაჭრობენ - VIDEO
სკანდალური სიუჟეტი - ბავშვები, რომლებიც შიმშილის გამო სხეულით ვაჭრობენ - VIDEO

ტელეარხმა India Today-მ სკანდალური სიუჟეტი აჩვენა, რომელშიც ინდოეთის ბავშვების ყოფაა აღწერილი. უკიდურესი სიღარიბისა და თვითგადარჩენის მიზნით, მათ საკუთარი სხეულით ვაჭრობა უწევთ.

ჟურნალისტები უტარ-პრადეშის შტატში, ჩიტრაკუტის ოლქში ჩავიდნენ. ადრეული ასაკიდან ბავშვები მშობლებს ეხმარებიან და ფულის შოვნას არალეგალური გზებითაც ცდილობენ.

იმის ნაცვლად, რომ 12-14 წლის ასაკში გოგონებმა სკოლაში იარონ, ისინი ქვის დამამუშავებელ მაღაროებში მუშაობენ. სამსახურში აყვანა მხოლოდ ერთი პირობით ხდება - მათ სექსუალური მომსახურებაც უნდა გაწიონ.

"ჩვენ უძლურები ვართ და ამას ვთანხმდებით. ისინი სამუშაოს გვაძლევენ, გვიყენებენ, შემდეგ კი ბოლომდე არც გვიხდიან. როდესაც ჩვენ სექსუალურ კავშირზე უარს ვამბობთ, გვემუქრებიან, რომ სამსახურს ვერ დავიწყებთ. რა უნდა ვქნათ, თუკი ვერ ვიმუშავებთ? საბოლოო ჯამში, მათ პირობებს ვთანხმდებით", - ამბობს გოგონა, რომელიც სოფელ კარვიში ცხოვრობს.

"ფულს გვთავაზობენ, ხანდახან სქესობრივ აქტში ერთ ადამიანზე მეტი მონაწილეობს. თუ ძალადობაზე უარს ვამბობთ, კლდიდან გადაგდებით გვემუქრებიან", - ამბობს მეორე მოზარდი.

ამასთან, ჟურნალისტების თქმით, მშობლებმა იციან, რას უკეთებენ მაღაროების მეპატრონეები მათ შვილებს.

"ჩვენ უძლურები ვართ. ისინი 300-400 რუპიის ოდენობის ყოველდღიურ ხელფასს ჰპირდებიან. სახლში დაბრუნებული ჩვენი შვილები განსაცდელზე გვიყვებიან, მაგრამ რა უნდა ვქნათ?", - ამბობს ერთი გოგონას დედა.

"დამსაქმებლები მაღაროსთან, გორაკის უკან რამდენიმე ლოგინს ამწკრივებენ. იქ მივყავართ და რიგრიგობით სექსუალურად გვხმარობენ. ჩვენ იქ რიგრიგობით უნდა მივიდეთ. თუ უარს ვამბობთ, უმოწყალოდ გვცემენ. ეს მტკივნეულია, ჩვენ ვყვირით, მაგრამ გადაგვაქვს ეს. რისი გაკეთება შეგვიძლია? ჩვენ სიკვდილზე, ან გაქცევაზე ვფიქრობთ", - ამბობს 14 წლის მოზარდი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მაღაროებში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ ჟურნალისტებს ამაში ეჭვი ეპარება.

"მართლა არ იცის ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ ამ ჯოჯოხეთის გაგრძელებას მდუმარედ რთავენ ნებას", - კითხულობს სიუჟეტის ავტორი. 

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system