თავში

სკანდალური სტატიის შემდეგ Facebook-მა საბავშვო Instagram-ზე მუშაობა შეწყვიტა

​სკანდალური სტატიის შემდეგ Facebook-მა საბავშვო Instagram-ზე მუშაობა
სკანდალური სტატიის შემდეგ Facebook-მა საბავშვო Instagram-ზე მუშაობა შეწყვიტა

კომპანია Facebook-მა ბავშვებისთვის განკუთვნილ Instagram-ვერსიაზე მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გამოცემაში The Wall Street Journal სკანდალური სტატია გამოვიდა.

გადაწყვეტილების შესახებ სოციალური ქსელის ხელმძღვანელი, ადამ მოსერი კომპანიის ოფიციალურ ბლოგში წერს.

Facebook-ს Instagram for Kids-ის შექმნა სურდა, რომელიც 10-12 წლის მომხმარებლებზე იქნებოდა ორიენტირებული. ამ რეჟიმში არ იქნებოდა რეკლამა, კონტენტი მხოლოდ საბავშო უნდა ყოფილიყო, რეგისტრაცია კი მხოლოდ მშობლების თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, მშობლები ბავშვების ონლაინ გატარებული დროის გაკონტროლებას შეძლებდნენ, ასევე იმას, თუ ვის ეკონტაქტება მათი შვილი და ვინ ჰყავს გამოწერილი. ახლა კი კომპანია ამ პროექტზე უარს ამბობს.

"ეს მოგვცემს დროს, ვიმუშაოთ მშობლებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, მოვისმინოთ მათი შეშფოთება და ყველა საკითხი გავიაროთ", - განაცხადა მოსერიმ.

ცნობისთვის, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოყვანილია Facebook-ის შიდა კვლევები. მათში აღნიშნულია, რომ Instagram მოზარდი გოგონების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს კვლევები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა WSJ-მ დაგმო კომპანია იმისთვის, რომ ის არ იღებს ზომებს არასრულწლოვანი მომხმარებლების მიმართ, რომლებსაც Instagram-დამოკიდებულება, ასევე ანორექსია და სუიციდალური აზრები უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system