თავში

სკოლის ნანგრევებში 9 წლის უსინათლო ბიჭი ასწავლის - VIDEO

სკოლის ნანგრევებში 9 წლის უსინათლო ბიჭი ასწავლის
სკოლის ნანგრევებში 9 წლის უსინათლო ბიჭი ასწავლის - VIDEO

იემენში, ქალაქ თაიზში, რომელიც სახელისუფლებო ძალებსა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის ბრძოლის ხაზიდან ახლოს მდებარეობს, სასწავლო პროცესის გაგრძელებას ასობით ბავშვი ცდილობს. აქ თითქმის ყველა შენობა, მათ შორის სკოლები დანგრეულია. ბავშვები ამ ნანგრევებში ყოველ დღე დადიან. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე მისვლას ვერ ახერხებს, მას 9 წლის აჰმედი ცვლის.

აჰმედი დაბადებიდან უსინათლოა, მაგრამ იცის, რომ ცოდნა სინათლეა. "ბავშვებს ვასწავლი იმას, რაც მე ვიცი. ჩემთვის ყველაზე ადვილი ყურანი და მეცნიერებაა. ჩვენ ახალი სკამები, მერხები, დაფები, სინათლე, კარები და ფანჯრები გვინდა. შენობის თავზე სახურავი გვინდა, რომ გაკვეთილებზე არ წვიმდეს, ან მზე არ გვაწუხებდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ომის დამთავრება გვინდა" - აცხადებს აჰმედი.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით იემენში ყოველი მეხუთე სკოლა არ ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, ფრონტის ხაზთან მასწავლებლებმა გადაწყვიტეს სასწავლო პროცესი არ გააჩერონ და ბავშვები სასწავლებლად სახიფათო ნანგრევებში დადიან.

სკოლები იემენში 2016 წელს, ამბოხებული ჰუსიტების ოკუპაციის შემდეგ დაიხურა. გარკვეულ რეგიონებში ისინი ადგილებიდან ჰუსიტების განდევნის შემდეგ გაიხსნა, თუმცა, თაიზში გაკვეთილები სკოლის ნანგრევებში ისევ საბძოლო მოქმედებების ფონზე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system