თავში

სკოტ მორისონი ჩინეთის მაღალჩინოსნის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს საძაგელს უწოდებს

სკოტ მორისონი ჩინეთის მაღალჩინოსნის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს საძაგელს უწოდებს
სკოტ მორისონი ჩინეთის მაღალჩინოსნის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს საძაგელს უწოდებს

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა ჩინელი მაღალჩინოსნის Twitter-ზე გამოქვეყნებულ გრაფიკულ სურათს "ნამდვილი საძაგლობა" უწოდა. მასზე ნაჩვენებია ავსტრალიელი მომღიმარი ჯარისკაცის ყალბი გამოსახულება, რომელიც ბავშვს ყელს ჭრის. ამის შესახებ ABC News წერს.

"ეს ნამდვილად საძაგლობაა. მსგავსი ქმედება შეურაცხმყოფელია თითოეული ავსტრალიელისთვის, ვინც მსახურობდა ჯარში. ჩინეთის მთავრობას უნდა სცხვენოდეს ამ პოსტი გამო", - განაცხადა მორისონმა.

მორისონმა ასევე განაცხადა, რომ ის ჩინეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, ინციდენტი კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა ყალბი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც გამოსახულია ავსტრალიელი ჯარისკაცი, რომელიც სისხლიანი დანით ხელში ბავშვის გვერდით ზის. ბავშვს ხელში ბატკანი უჭირავს.

"შოკირებული ვართ ავსტრალიელი ჯარისკაცების მიერ ავღანელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და პატიმრების მკვლელობით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამგვარ ქმედებებს და ვითხოვთ მათ პასუხისმგებლობის საკითხს", - გრაფიკულ სურათთან ერთად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა წარწერაც გამოაქვეყნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system