თავში

სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე ბრალი რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს წაუყენეს

​სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე ბრალი რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს წაუყენეს
სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე ბრალი რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს წაუყენეს

2018 წელს სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის საქმის ფაგლებში ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ბრალი რუსეთის მესამე მოქალაქეს წაუყენეს. ინფორმაცია BBC ავრცელებს.

ახალი ბრალდებული რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის წევრი, გენერალ-მაიორი დენის სერგეევია, რომელიც სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა.

გავრცელებული ცნობით, სხვა ორი ეჭვმიტანილის მსგავსად, დენის სერგეევიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს.

ცნობისთვის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია "ნოვიჩოკით" 2018 წლის მარტში მოწამლეს. ინციდენტი ქალაქ სოლსბერიში მოხდა. გამოძიება თვლის, რომ თავდასხმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა მოაწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system