თავში

სკუნსი პეპე გაუპატიურების პროპაგანდისთვის ამოჭრეს

​სკუნსი პეპე გაუპატიურების პროპაგანდისთვის ამოჭრეს
სკუნსი პეპე გაუპატიურების პროპაგანდისთვის ამოჭრეს

კინოსტუდია Warner Bros.-მა ფილმიდან "კოსმოსური ჯემი 2" პოპულარული პერსონაჟი სკუნსი პეპე ლე პოუ ამოჭრა. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც New York Times-ის მიმომხვილველმა, ჩარლს ბლოუმ შენიშნა, რომ ის "გაუპატიურების პოპულარიზაციას ეწევა".

პეპე სერიალში ჯერ კიდევ 1945 წელს გამოჩნდა. ის სიყვარულის მუდმივ ძიებაშია, თუმცა მისი სუნის გამო მას ყოველთვის უარით ისტუმრებენ. უმეტესად მას შავი კატა სახელად პენელოპა მოსწონს და სულ მას დასდევს და ცდილობს, აიძულოს პენელოპა, მას აკოცოს.

წყაროების ცნობით, ახალ "კოსმოსურ ჯემში" პეპე შავ-თეთრ ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო. სცენარის მიხედვით, ის პენელოპას ხელს კოცნის, კატა კი მას აგდებს, სახეში გაარყამს და მის წინააღმდეგ სასამართლო დადგენილებას იღებს, რომელიც პეპეს პენელოპასთან მიახლოებას უკრძალავს.

"კოსმოსურ ჯემს" მაყურებელი 2021 წლის ივლისში იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system