თავში

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთში, 29 თებერვალს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „უბრალო ხალხი და დამოუკიდებელი პირების პარტიამ“ გაიმარჯვა. მათ ამომრჩევლების ხმების 25%-ის მოგროვება შეძლეს, ხოლო ხელისუფლებაში მყოფმა „მიმართულება სოციალური დემოკრატიის პარტიამ“ ხმების 18.4% დააგროვა.

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, პეტერ პელეგრინმა მოწინააღმდეგეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.

„მარკეტინგი მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებაში გეხმარება, თუმცა ქვეყნის მართვისთვის ეს საკმარისი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

სლოვაკეთის ერთპალატიანი პარლამენტის 150 მანდატის მოსაპოვებლად 24 პოლიტიკური პარტია იბრძოდა.

ადგილობრივი მედია წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს ყველაზე არაპროგნოზირებადს უწოდებდა, ვანაიდან წლევანდელ არჩევნებს აშკარა ფავორიტი არ ჰყავდა. თუმცა, თებერვლის თვეში ჩატარებულ გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში მცირე სხვაობით მმართველი პარტია „კურსი სოციალური დემოკრატია“ ლიდერობდა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2006 წლიდან იდგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system