თავში

სლოვაკეთში მფრინავი მანქანა გამოსცადეს - PHOTO - VIDEO

​სლოვაკეთში მფრინავი მანქანა გამოსცადეს
სლოვაკეთში მფრინავი მანქანა გამოსცადეს - PHOTO - VIDEO

სლოვაკეთში Klein Vision–ის მიერ წარმოებული, ახალი თაობის მფრინავი მანქანის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

მე-5 თაობის მფრინავმა ავტომობილმა პიეშტიანის აეროპორტში რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ორი ფრენა შეასრულა. მოდელის შემქმნელის, პროფესორ შტეფან კლაინის განცხადებით ყველა თეორიულმა გათვლამ გაამართლა.

ორადგილიანი მფრინავი მანქანის წონა 1,100 კილოგრამია. მას დამატებით 200 კილოგრამამდე ტვირთის ტარება შეუძლია. მანქანა აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი BMW ძრავით, რომლის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა და ფრენის სავარაუდო მანძილი - 1000 კილომეტრი. საწვავის ხარჯი საათში 18 ლიტრია, ფრენის სიჩქარე საათში - 200 კილომეტრი.

AirCar V5 მანქანიდან თვითმფრინავად ტრანსფორმირებას სამ წუთში ახდენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system