თავში

სლოვენიის პრემიერმა NATO-ს გაფართოებას მხარი დაუჭირა

სლოვენიის პრემიერმა NATO-ს გაფართოებას მხარი დაუჭირა
სლოვენიის პრემიერმა NATO-ს გაფართოებას მხარი დაუჭირა

ჩემი ღრმა რწმენით, ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას, – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ განაცხადა.


მისი თქმით, ალიანსმა მხარი უნდა დაუჭიროს ნატო-ს ქვეყნებს, რათა მათ ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში.

„გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და, რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს“, – განაცხადა იანეზ იანშამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system