თავში

Snapchat-ს TikTok-ის მსგავსი ფუნქცია დაემატა

​Snapchat-ს TikTok-ის მსგავსი ფუნქცია დაემატა
Snapchat-ს TikTok-ის მსგავსი ფუნქცია დაემატა

ამერიკულმა კომპანიამ Snap მოკლე ვიდეოების გამოქვეყნების სერვისი Spotlight წარადგინა. ის ძალიან ჰგავს TikTok-ის პრინციპს.

Snapchat-ის მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ ყოველ დღე ჯამში მილიონ დოლარზე მეტს გაათამაშებს იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ვიდეოები ყველაზე პოპულარული იქნება.

მომხმარებლები ვიდეო-კონტენტის რედაქტირებას ფილტრების, ეფექტებისა და მუსიკის დახმარებით შეძლებენ. ყველაფერი ეს აპლიკაციის ბიბლიოთეკაში იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი ფუნქცია უკვე ამოქმედდა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system