თავში

სოლომონის კუნძულები ტაივანთან ურთიერთობებს წყვეტენ

სოლომონის კუნძულები ტაივანთან ურთიერთობებს წყვეტენ
სოლომონის კუნძულები ტაივანთან ურთიერთობებს წყვეტენ

სოლომონის კუნძულები ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს წყვეტენ. მიზეზად ჩინეთის მხრიდან ზეწოლა სახელდება. 

სააგენტო “Reuters” ინფორმაციით, პეკინი ზეწოლას ახდენს ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც თვითგამოცხადებულ ტაივანთან რაიმე ტიპის ოფიციალური კავშირი აქვს დამყარებული. 

ტაივანს ფორმალური ურთიერთობები მსოფლიოს მხოლოდ 16 ქვეყანასთან აქვს, თუმცა ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა და მას სხვა ქვეყნებთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლება არ აქვს.

სოლომონის კუნძულები უკვე მეექვსე სახელმწიფოა, რომელმაც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ისინი ტაივანის დამოუკიდებლობას არ ცნობენ და ჩინეთთან არსებულ დავაში პეკინს უჭერენ მხარს. მხარეებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2016 წელს ტაივანის პრეზიდენტად ცაი ინვენი აირჩიეს, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system