თავში

სომალიში "ალ-შაბააბის" მაღალჩინოსანი მოკლეს

სომალიში "ალ-შაბააბის" მაღალჩინოსანი მოკლეს
სომალიში ალ-შაბააბის მაღალჩინოსანი მოკლეს

სომალის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად „ალ-შაბააბის“ შეიარაღებული დაჯგუფების მაღალჩინოსანი მოკლეს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მოკლულს, რომლის ვინაობა არ კონკრეტდება, კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, რომლებთან ერთადაც სომალიში თავდასხმების ორგანიზებას ახდენდა.

თვითმხილველების განცხადებით, ექსტრემისტის მანქანა სომალის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კანია ბაროუში აფეთქდა, რომელსაც „ალ-შაბააბის“ სამხედრო დაჯგუფება აკონტროლებს.

ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა შეტევა და ექსტრემისტის სიკვდილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალ-შაბააბის“ მოკლულ წევრს კავშირი ჰქონდა „ალ-ქაიდასთან" და სამხედრო ოპერაცია სომალის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.

გაეროს ექსპერტების მიმდინარე თვის ანგარიშში ნათქვამია, რომ“ალ-შაბააბი“ თავდასხმებსა და აფეთქებებს ახორციელებს და უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს რეგიონში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system