თავში

სომალიში გვალვას ელოდებიან

სომალიში გვალვას ელოდებიან
სომალიში გვალვას ელოდებიან

2021 წლის ბოლოს მოსალოდნელი გვალვის შედეგად დაახლოებით 3,4 მილიონი სომალელი დაზარალდება, აქედან თითქმის 380,000 იძულებული გახდება საკუთარი სახლი დატოვონ. ამის შესახებ სომალის ჰუმანიტარული კრიზისის მინისტრმა ხადიჯა დირიიემ და სომალის გაეროს კოორდინატორმა ადამ აბდელმულამ განაცხადეს. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში ციკლური გვალვა იწყება. ხანგრძლივი უნალექობა  მოსახლეობას კატასტროფით ემუქრება.

”თემები ცდილობენ გაუმკლავდნენ წყლის ბოლოდროინდელ უკმარისობას. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს მონაცემებით, სომალის 80%-ზე მეტი ამჟამად განიცდის საშუალო და მძიმე გვალვას. მიუხედავად იმისა, რომ სომალის ზოგიერთ რეგიონში წვიმები დაიწყო, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნალექი მაინც მცირე იქნება.

ბუნებრივი კატასტროფის გავლენის შესამსუბუქებლად, აბდელმულამ კოლექტიური დახმარება და ფინანსების მობილიზება მოითხოვა.

ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით, 1990 წლიდან სომალიში 30-ზე მეტი კლიმატური კატასტროფა გამოვლინდა, მათ შორის 12 გვალვა და 19 წყალდიდობა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 1970-დან 1990 წლამდე პერიოდზე. 2021 წლის გვალვა, სავარაუდოდ, ლტოლვილთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს საარსებო წყაროებისა და საკმარისი საკვების არარსებობის გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system