თავში

სომალიში, კენიის საზღვართან, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

​სომალიში, კენიის საზღვართან, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს
სომალიში, კენიის საზღვართან, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

სომალიში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინააღმდეგობა ძალადობასა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს სომალისა და თვითგამოცხადებული ჯუბალენდის( სომალილენდის) შტატის სამხედრო ძალები დაუპირისპირდნენ.

სომალის ხელისუფლებამ კენიის მიერ დაფინანსებული ამბოხებულები ქალაქ ბულო ჰაუოზე თავდასხმასა და სახელმწიფო ძალებთან დაპირისპირებაში დაადანაშაულა. ბრალდებებს უარყოფს არაღიარებული ჯუბალენდის თვითგამოცხადებული ხელისუფლება და აცხადებს, რომ პირიქით, კენიის სამხედრო ძალებმა მიიტანეს მათ სამხედროებზე იერიში.

სომალიმ კენია სეპარატისტული ჯუბალენდის ლიდერის დაფინანსებაში დაადანაშაულა და დეკემბერში მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

უახლოეს კვირებში სომალიში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ჯუბალენდი და კიდევ ერთ შტატი - პუნტლენდი მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system