თავში

სომალიში ორ მამაკაცს გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიან

სომალიში ორ მამაკაცს გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიან
სომალიში ორ მამაკაცს გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიან

სომალიში ორ მამაკაცს 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ წლის დასაწყისში, მოჰამედ აბდი ფაარაიმ და აბდირაჰმან მოჰამედ ისაკმა არასრულწლოვანი გოგონა ქალაქ ბოსასოდან გაიტაცეს, ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სომალიში ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

პოლიცია რამდენიმე საქმეს კვლავ იძიებს. მათ შორის არის 19 წლის გოგონას საქმე, რომელიც ჯგუფურად გააუპატიურეს და შემდეგ სომალის დედაქალაქ მოგადიშოს საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოაგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system