თავში

სომალიში რადიკალებთან დაპირისპირებას 13 სამხედრო ემსხვერპლა

​სომალიში რადიკალებთან დაპირისპირებას 13 სამხედრო ემსხვერპლა
სომალიში რადიკალებთან დაპირისპირებას 13 სამხედრო ემსხვერპლა

სომალიში "ალ შაბაბის" ისლამისტ მეამბოხეებთან დაპირისპირებისას 13 სამხედრო დაიღუპა. ჯარისკაცებმა დედაქალაქ მოგადიშოდან ჩრდილო-დასავლეთით, აფგოის რაიონის მახლობლად, ჯუნგლებში დაბანაკებულ რადიკალებს შეუტიეს. რამდენიმე მათგანი მოკლეს და დანარჩენებს დაედევნენ. ტერიტორიის რადიკალებისგან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო ხელმძღვანელობამ ადგილზე 20 ჯარისკაცი დატოვა. ღამით მათ თავს "ალ შაბაბის" წევრები დაესხნენ და 13 ჯარისკაცი მოკლეს.

სომალიში სამხედრო დაპირისპირება 1991 წლიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა  საერთო ქაოსმა მოიცვა. 2008 წლიდან სომალი "ალ შაბაბის" რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას ებრძვის, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების ჩამოგდებას და ძალაუფლების ხელში აღებას ცდილობს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system