თავში

სომალიში სამოქალაქო არეულობა დაიწყო

სომალიში სამოქალაქო არეულობა დაიწყო
სომალიში სამოქალაქო არეულობა დაიწყო

სომალიში, მოგადიშუში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. ცეცხლსასროლი იარაღისა და აფეთქებების ხმა არჩევნების გადადების გამო გამართულ აქციაზე გაისმა. 

რთული სათქმელია ვინ გახსნა ცეცხლი პირველად, თუმცა როგორც ერთ-ერთი მოწმე აცხადებს დაპირისპირება უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ დაცვის წევრებს შორის დაიწყო, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს იცავნენ. 

ოპოზიციური კოალიცია პრეზიდენტ მოჰამედ აბდულაჰ მოჰამედის გადადგომას მოითხოვს, რომელსაც 8 თებერვალს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა.

ხელისუფლება ოპოზიციას შეიარაღებულ შეთქმულებაში ადანაშაულებს, თუმცა ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფეს და აცხადებს, რომ მათ ლიდერებზე სახელისუფლებო ძალები შეიარაღებულ თვდასხმებს ახორციელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system