თავში

სომალიში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

​სომალიში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
სომალიში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სომალიში განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Garowe Online ავრცელებს.

მისი ცნობით, მოგადიშოს ჩრდილოეთით, დაინილის რაიონში დაუდგენელმა პირებმა უსაფრთხოების ძალების სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 12 ადამიანი, რომელთა უმეტესობა დაზვერვის ოფიცერია.

გარდა ამისა, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.

ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "აშ-შაბააბმა" აიღო.

სომალიში სამხედრო დაპირისპირება 1991 წლიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა საერთო ქაოსმა მოიცვა. 2008 წლიდან სომალი "ალ შაბააბის" რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას ებრძვის, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების ჩამოგდებას და ძალაუფლების ხელში აღებას ცდილობს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system