თავში

სომალში შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილეს თავს დაესხნენ

სომალში შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილეს თავს დაესხნენ
სომალში შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილეს თავს დაესხნენ

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში გზის პირას ნაღმი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხოდანის რაიონში იმ დროს აფეთქდა, როდესაც იქ სომალის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე აბას ამინს უნდა გაევლო. თავდასხმის შედეგად მისი ორი მცველი მოკლეს, ერთი კი დაიჭრა, თავად ამინი არ დაშავებულა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ-შაბაბმა" აიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system