თავში

სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

​სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი ვალერი ოსიპიანი თანამდებობას ტოვებს. სომხური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ოსიპიანს შორის შელაპარაკება მოხდა. ფაშინიანმა ამულსარის ოქროს საბადოებისკენ გზის გახსნის აუცილებლობის საკითხი დააყენა, რომელიც ეკოლოგებმა და აქტივისტებმა გადაკეტეს. მცირე კამათის შედეგად პოლიციის ხელმძღვანელმა გადადგომა გადაწყვიტა.

16 სექტემბერს თანამდებობა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არტურ ვანეციანმა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system