თავში

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაინაჯის საზღვარზე, თოვუზთან საომარი მოქმედებები გრძელდება. სომხური მხარე დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლას განაგრძობს.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 ივლისს, სომხეთის სამხედრო დანაყოფებმა, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტოვუზის რაიონში აზერბაიჯანულ პუნქტებზე შეტევა სცადეს. სოფლების აგდამის, დონდარის, გუშჩუსა და ვაჰიდლის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ვითარება კონტროლქვეშაა", - აცხადებს აზერბაიჯანის თვადაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ვაგიფ დარგიახლი. 

თავისმხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა განაცხადა, რომ ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system