თავში

სომხეთი ყარაბაღში ფართო რადიუსის მქონე იარაღის გამოყენებით იმუქრება

​სომხეთი ყარაბაღში ფართო რადიუსის მქონე იარაღის გამოყენებით იმუქრება
სომხეთი ყარაბაღში ფართო რადიუსის მქონე იარაღის გამოყენებით იმუქრება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, მთიან ყარაბაღში ფართო რადიუსის მქონე იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანზე, შუშან სტეფანიანზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

"თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულია, გამოიყენონ ცეცხლსასროლი განადგურების საშუალებები და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკა ცოცხალი ძალის, მოძრავი და უძრავი ქონების, დიდ ფართობებზე სამხედრო ტექნიკის განადგურებისთვის გამოიყენოს", - განაცხადა სტეფანიანმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system