თავში

სომხეთი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

​სომხეთი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს
სომხეთი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ის კორონავირუსის გავრცელების გამო 16 მარტს გამოცხადდა და უკვე სამჯერ, 13 ივლისამდე მოქმედებს.

"ჩვენ გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის უსასრულოდ გახანგრძლივება არ შეგვიძლია, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის არ გათვალისწინებაც არ შეგვიძლია. შესაბამისად, დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ, სულ მცირე კიდევ ერთხელ, გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს", - აღნიშნა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

სომხეთის პრემიერის თქმით, ხელისუფლება კანონმდებლობის დახვეწას ეცდება, რაც მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების საშუალებას მისცემს. 

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 330 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 936-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system