თავში

სომხეთი შეთანხმებებს არღვევს - ბაირამოვი

​სომხეთი შეთანხმებებს არღვევს - ბაირამოვი
სომხეთი შეთანხმებებს არღვევს - ბაირამოვი

ჩვენი მიზანია, შევქმნათ პირობები იძულებით გადაადგილებულთა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დასაბრუნებლად. ახლა ის არაფერი არაა, ყველაფერი დანგრეულია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელუს ლანდსბერგისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, ყველაფერს ის ართულებს, რომ ეს ტერიტორიები "ნაღმებითაა მოწამლული".

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოწოდებების მიუხედავად, სომხეთი დანაღმული ადგილების რუკების გადაცემაზე უარს ამბობს, რითიც მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.

"მე მივაწოდე ინფორმაცია ლიეტუველ კოლეგას, რომ შარშანდელი 10 ნოემბრიდან ნაღმების აფეთქებებს 22 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიო საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს", - განაცხადა ბაირამოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system