
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
"სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას მისმა პრესმდივანმა დაადასტურა", - წერს მედია.
ტიგრან ხაჩატრიანი სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, მანამდე თანამდებობა დატოვეს სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.