თავში

სომხეთის ექსპრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის ექსპრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის ექსპრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, სერჟ სარქისიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩემი სახელი საარჩევნო სიაში არ იქნება. თუმცა, ჩემი რჩევებით დავეხმარები. ვფიქრობ, რომ მაღალ თანამდებობაზე სომხეთისა და სომეხი ხალხის სამსახურში ყოფნა დავასრულე", - განაცხადა სერჟ სარქისიანმა. 

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.

ერევანში ახალი პოლიტიკური ალიანსი, სახელწოდებით "სომხეთი" შეიქმნა. მის სათავეში სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დგას.  ანალიტიკოსები მას სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ პაშინიანის პარტიის მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system