თავში

სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემაზე მუშაობა მიმდინარეობს - ჰულუსი აქარი

​სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გა
სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემაზე მუშაობა მიმდინარეობს - ჰულუსი აქარი

აზერბაიჯანში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურადღება რეგიონში სტაბილურობასა და სიმშვიდეზე გაამახვილა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას სომხეთის მხრიდან ნაღმების რუკების გადაცემაზე უარის შესახებ.

"ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. სტაბილურობის, რეგიონში მცხოვრები ხალხის მშვიდობიან პირობებში ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. თურქეთი, როგორც ყველა საკითხში, ღია, ძალიან კონსტრუქციულ, ლოგიკურ წინადადებებს აყენებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system