თავში

სომხეთის მცდელობა მიუღებელია - აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

სომხეთის მცდელობა მიუღებელია - აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
სომხეთის მცდელობა მიუღებელია - აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

სომხეთის მცდელობა, გაიუმჯობესოს მდგომარეობა რეგიონში, აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად, მიუღებელია - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცრის დაღუპვას ეხება. 

"აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისოდ დადგენილი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სომხური მხარის პროვოკაციები, აზერბაოჯანული პოზიციების მისამართით სროლა და რეგიონში ვითარების გამწვავების მცდელობები მიუღებელია. არსებულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს" - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system