თავში

სომხეთის პარლამენტი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შესახებ დახურული მოსმენა გამართა - განახლებულია

სომხეთის პარლამენტი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შესახებ დახუ
სომხეთის პარლამენტი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შესახებ დახურული მოსმენა გამართა - განახლებულია

სომხეთის ეროვნული ასამბლეა დღეს აზერბაიჯანთან საზღვარზე არსებულ ვითარებასა და დემარკაციის საკითხებზე დახურული მოსმენა გამართა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.

მისი ცნობით, სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარებას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დეპუტატების წინაშე ანგარიშითსომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე კამო კოჩუნცი და სასაზღვრო ძალების მეთაური არმან მარალჩიანი წარდგა. მათ დეპუტატებს სომხეთ-აზერბაიჯანის დაშორიშორების ხაზზე არსებული მდგომარეობა და საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

-11:50-

სომხეთის ეროვნული ასამბლეა დღეს აზერბაიჯანთან საზღვარზე არსებულ ვითარებასა და დემარკაციის საკითხებზე დახურულ მოსმენებს გამართავს. ინფორმაციას Sputnik Armenia ავრცელებს.

მისი ცნობით, მოსმენებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე კამო კოჩუნცი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური არმან მარალჩიანი დაესწრებიან.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ რეზონანსულ თემაზე დისკუსიის გამართვა დეპუტატების, სულ მცირე, 1/5-მა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system