თავში

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად ისევ არ აირჩია

​სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად ისევ არ აირჩია
სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად ისევ არ აირჩია

სომხეთის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ისევ არ აირჩიეს. სომხეთის კონსტიტუცია ამ შემთხვევაში პარლამენტის დაშლას ითვალისწინებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 76-ამა თავი შეიკავა.

გასულ კვირას, სომხეთის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ამრიგად, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ ერთი კვირის ვადაში მთავრობის ხელმძღვანელი ისევ ვერ აირჩია, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს.

ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე დაინიშნა. რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system