თავში

სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნას მხარი არ დაუჭირა

​სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნას მხარი არ დაუ
სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

ერევანში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. მომიტინგეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებისათვის მხარი არ დაეჭირა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამასთან, დემონსტრანტები პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში უკვე მეორე ღამეს ათევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system