თავში

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ერევანში ახალი პოლიტიკური ალიანსი, სახელწოდებით "სომხეთი" შეიქმნა. მის სათავეში  სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დგას. ანალიტიკოსები მას სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ პაშინიანის პარტიის მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ. წერს გამოცემა DW.

ერევანში, 9 მაისს, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსა და ორ პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმება შედგა, რომლის შესაბამისადაც ახალი საარჩევნო ბლოკი - "სომხეთი" შეიქმნა. 

ერევანში პოლიტიკური ალიანსის ლიდერებმა თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს, სადაც 20 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

ქოჩარიანმა პირობა დადო, რომ უსაფრთხოების და სახელმწიფო მმართველობის დეგრადაციის შესაჩერებლად, ასევე ეკონომიკური კოლაფსის აღსაკვეთად და საერთაშორისო ასპარეზზე სომხეთის ავტორიტეტის აღსადგენად, ანტიკრიზისულ ზომებს შეიმუშავებს. მისივე თქმით, მისი საარჩევნო ბლოკის ძირითადი ამოცანა ყოველწლიურად ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system