
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების პოზიციებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინციდენტი ქელბაჯარის რაიონში მოხდა.
ბაქოს ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.